საქმე მოციქულთა 2:46-47 დაწერილია, რომ პირველ ეკლესიაში ტარდებოდა 2 სახის მსახურება. მოწაფეები ხვდებოდნენ რეგულარულად არა მხოლოდ ტაძარში, არამედ სახლებშიც იკრიბებოდნენ ყოველდღიურად “პური დაემტვრიათ” და ჰქონოდათ მოზიარეობა. არც იესოსთვის ყოფილა უცხო უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა უბრალო ურთიერთობა. პირიქით, მას ხშირად ცოდვილთა მეგობარსაც კი უწოდებდნენ.

საქმე მოციქულთა მიმართ წერილში, 2 თავის 46,47 მუხლში წერია: “დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდოს სიხარულით და გულუბრალოებით. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხისთვის სათნონი იყვნენ. უფალი კი დღითიდღე შესძენდა ეკლესიას მათ ვინც ჰპოვა ხსნა.

“სიცოცხლის სიტყვის” ეკლესიაში ჩვენ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას და საერთო საეკლესიო შეკრების გარდა ვატარებთ საოჯახო ჯგუფებს. ეს არის 7-10 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც იკრიბებიან ერთად საოჯახო ატმოსფეროში, სადაც მათ აქვთ საშუალება თაყვნი სცენ ღმერთს, ერთად ილოცონ, შეისწავლონ ღმერთის სიტყვა და იგრძნონ ქრისტიანი მეგობრებისგან სიყვარული და მხარდაჭერა.

რას ვაკეთებთ სახლებში როცა ვიკრიბებით?  იმავეს რასაც აკეთებდნენ პირველი მოწაფეები, ვტეხთ პურს – ვსვამთ ჩაის ტკბილეულთან ერთად, ვაქებთ უფალს, ვარჩევთ წმინდა წერილებს და რათქმაუნდა ვზრუნავთ ერთმანეთზე, ვისაც დახმარება სჭირდება. საოჯახო მოზიარეობა – ეს კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ შენი გამოცხადებები გაუზიარო დანარჩენ წევრებს, ასევე განიხილოთ ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი თემები და ილოცოთ ერთმანეთზე. და საოჯახო ჯგუფებიდან ღმერთი შემატებს გადარჩენილებს ეკლესიას. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ მეგობარი ეკლესიაში, გაქვთ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, ან არ იცით ვინ არის იესო, მაშინ საოჯახო ჯგუფი – ეს ადგილი თქვენთვისაა.

გეპატიჟებით საოჯახო ჯგუფზე: church@wolge.org

Comments

comments

შემოგვიერთდით: