ძვირფასო მეგობრებო!
გაქვთ სურვილი იმსახუროთ ეკლესიის მედია სამსახურის გუნდში? მაშინ ეს მშვენიერი შანსია!

ჩვენ ვთვლით, რომ სახარება უნდა იყოს ნაქადაგები ყველგან, შესაბამისად ვშრომობთ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში, ვწერთ სტატიებს, ვიღებთ ვიდეო მასალებს და ვცდილობთ მივაწვდინოთ მრავალ ადამიანს, მათი გადარჩენისა და  ჩვენი უფალი იესო ქრისტეს სახელის განსადიდებლად!

2018 წლიდან ჩვენ ვისახავთ ახალ მიზნებს პირად ცხოვრებასა და მსახურებაში.

 გიწვევთ, გახდეთსიცოცხლის სიტყვისმედია მსახურების გუნდის წევრი.

ჩვენ გვესაჭიროებიან:

– ტექსტების თარჯიმნები

  • რუსულიდან – ქართულზე
  • ინგლისურიდან – ქართულზე
  • ქართულიდან – რუსულზე
  • ქართულიდან – ინგლისურზე

– სტატიების კორექტორი და რედაქტორი
– Facebook-ის ადმინისტრატორი
– დიზაინერი (Photoshop)
– ფოტოგრაფი
– ჟურნალისტი

სასურველია გამოცდილების ქონა, ან სწავლისთვის მზადყოფნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის და მსახურებაში გაწევრიანებისთვის მოგვწერეთ მაილზე: media@wolge.org

 

Comments

comments

შემოგვიერთდით: