ლოცვითი მსახურება ეკლესიის მნიშვნელოვანია ნაწილია, რადგან თავად იესომ, ტაძარში ყოფნის დროს, განაცხადა რომ ეკლესია არის ლოცვის სახლი ყველა ერისთვის.

და დღესაც, ჩვენ არ გვაქვს უფლება ლოცვის როლი თანამედროვე ეკლესიაში დავაკნინოთ ან არასერიოზულად მოვეკიდოთ. ღმერთის სიტყვა არა ერთხელ მოგვიწოდებს ლოცვაზე იმ ადგილისთვის სადაც ვცხოვრობთ: 2 ნეშტთა 7:14-15 – “და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი  უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მოვუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათს მიწას. ახლა თვალი გახელილი მექნება და ყურთასმენა მიპყრობილი ლოცვა-ვედრებისათვის ამ ადგილზე.

და კიდევ: 1 ტიმოთე 2:1-3 – “ამრიგად, უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის, მეეფებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით, ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის.

დღეს დღეობით ლოცვითი მსახურება „სიცოცხლის სიტყვა“ თბილისის ეკლესიაში შედგება ისეთი შეხვედრებისგან, როგორებიცაა ლოცვისა და თაყვანისცემის საღამო, რომლის დროსაც მთელი ეკლესია განვადიდებთ ჩვენს უფალს და ვლოცულობთ სხვადასხვა სფეროებზე, ისე როგორც სულიწმინდა წაგვიძღვება.

ყოველ კვირას ღვთიმსახურებას ვიწყებთ ლოცვით ამავე შეხვედრის კურთხევით, ასევე ვლოცულობთ ეკლესიისა და მისი ყოველი წევრისთვის (მრევლისთვის), და ჩვენი საცხოვრებელი ადგილისთვის. ასევე ცალკე ვლოცულობთ იმ საჭიროებებისთვის, რომლებსაც ხალხი თავისი სურვილისამებრ ითხოვს, რადგანაც ჩვენ გვსურს დავეხმაროთ და ვაკურთხოთ ყოველი.

ჩვენ გვწამს, რომ ღმერთს ყოველთვის ესმის ჩვენი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის პასუხობს ჩვენს ლოცვებს, რადგან უფალი თავის სიტყვაში ამბობს: „წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი“ (იგავები 11:11) ღმერთი არ ცრუობს. პასუხი მისგან თავის დროზე მოვა, ჩვენ მხოლოდ გვიჭირდება ლოცვის გაგრძელება და არ დანებება, ვინაიდან პრინციპი: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ არავის გაუუქმებია. როცა ეკლესია ლოცულობს, ღმერთი მოქმედებს – ეს საუკუნო კანონია, ვინაიდან მან თქვა: „ჭეშმარიტას გეუბნებით თქვენ: რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაში შეკრული იქნება. და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.“ – მათე 18:18,19.

ყველა ჩვენი ლოცვითი შეხვედრა მიმდინარეობს რეგულარულად, რათა „ვიყოთ სულიერ ტონუსში“, რადგან სიცოცხლე გრძელდება, და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი უფალი. არა ერთხელ მოგვისმენია სასიხარულო დამოწმება იმის შესახე თუ როგორ უპასუხა უფალმა ლოცვას, რაც ყოველჯერზე გვაძლევს სურვილს გავაგრძელოთ ლოცვა!


ზემოთ ჩამოთვლილი ლოცვითი შეხვედრების შესახებ განრიგის გაგება შესაძლებელია ღვთისმსახურებების დროს გაკეთებული განცხადებისას. ასევე შესაძლებელია ყოველ სამშაბათს დასწრება ლოცვით მსახურებაზე ლოცვით სახლში 18:00 საათზე.

კეთლი იყოს თქვენი მობრძანება!

Comments

comments

შემოგვიერთდით: