იესო ქრისტე არის ღმერთი  და ის განკაცდა იმისათვის რომ, ეჩვენებინა ჩვენთვის თავისი სიყვარული და დავეცავით ცოდვებისგან, ამგვარად ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გავმხდარიყავით ქრისტეს საყვარელი შვილები.

იესო ქრისტემ გაგვიცხადა ღმერთი როგორც მამა, რომელიც ზრუნავს ჩვენზე და გვამყოფებს მის ხელებში. მასში ჩვენ ვპოულობთ სიმშვიდეს და სიხარულს, რომელიც ასე ძალიან გვწყურია, ის გვიცნობს ყველაზე ახლოს და იმაზე მეტად ვუყვარვართ ვიდრე ჩვენ, ჩვენი საკუთარი თავი.

მხოლოდ იესო  ქრისტეს შეუძლია მოგვცეს ჭეშმარიტი და სამუდამო სიყვარული, ის არ მოსულა იმისთვის რომ, ახალი რელიგია დაემკვიდრებინა არამედ, პირიქით ის მოვიდა იმისთვის რომ გავეთავისუფლებინეთ ადამიანის მიერ შექმნილი რელიგიის ზეწოლისგან, ის მოვიდა იმისთვის რომ, მოგვცეს სიცოცხლე და თავისუფლება რომლზეც აქამდე ვერ ვიოცნებებდით. მან თქვა შემდეგი არაჩვეულებრივი სიტყვები :

„რადგან კაცის ძე დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად მოვიდა.“ (ლუკა 19:10)

„ქურდი კი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ, და უხვად ჰქონდეთ“. (იოანე 10:10)

„თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.“ (იოან.8:36)

იესო ქრისტე გვაძლევს ნამდვილ სიხარულს და სიმშვიდეს

რელიგია და ადამიანების მიერ შექმნილი ტრადიციები კი გვადებენ მძიმე ტვირთს მხრებზე და გვამყოფებენ სულიერ ტყვეობაში. ამგვარად იესო მოვიდა იმისათვის რომ, გაგვხადოს თავისუფალი და მისი საყვარელი შვილები(რჩეულები), ღმერთი არის ჩვენი სახლი(მოსასვენებელი) რომელსაც ვეკუთვნით და სადაც ბედნიერებას ვპოულობთ. ის არის პასუხი ყველა ჩვენი საჭიროების, რელიგია ვერ დაგვეხმარება ასეთ საკითხებში, ამიტომ იესო ქრისტე გვთავაზობს ახალ ცხოვრებას და ღმერთის სიყვარულს უხვად.

იესოს იმაზე მეტად ესმის შენი, ვიდრე შენ, შენი საკუთარი თავის, მან იცის თუ რას გადიხარ და რა გამოიარე ცხოვრებაში. ის არ განგსჯის და არც განგიკითხავს, არამედ მას ესმის ყოველივე, შენსკენ თითის გამოშვერის მაგივრად გეუბნება:

„მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.“ (მათ.11:28)

 

      იესო ქრისტე განგვიცხადებს ღმერთს, როგორც მამას

იესო ქრისტე მრავალი იგავით გვიხსნიდა და გვაჩვენებდა ღმერთის სიყვარულს ჩვენდამი. ერთ-ერთი ასეთი იგავი არის უძღები შვილის შესახებ: ახალგაზრდა კაცი ტოვებს საკუთრ სახლს და მიდის დროის გასატარებლად, დახარჯავს მთელ თავის ქონებას და ბოლოს დარჩება გაკოტრებული, არც ფულის, არც მეგობრები, სრულიად მარტოა, მამასთან დაბრუნების ეშინია, ამიტომ ფიქრობს მამის სახლში დაბრუნდეს და გულმოდგინედ იმუშაოს როგორც მონამ, რომ იქნებ ამის მერე მაინც შეიწყალოს მამამ. მაგრამ როცა მამა დაინახავს დაკარგულს შვილს, მოეხვევა სიხარულით და დიდ წვეულებას გაუმართავს, როგორც თავის უსაყვარლეს შვილს.:

„მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და გავიხაროთ(ლუკ 15:23)

იესო ქრისტე გვაჩვენებს რომ, ღმერთი არის მზრუნველი მამა, რომელიც ხარობს მაშინ, როცა ჩვენ ვბრუნდებით სახლში, მის ხელებში.

ამგვარად შენ არ გჭირდება იყო რელიგიის ყურმოჭრილი მონა, რადგან ღმერთის სახლში  შენ ბრუნდები როგორც, ცისა და ქვეყნის შემოქმედის, უზენაესი ღმერთის  ღირსეული და პატივდებული  შვილი. იოანეს 1:12 ბიბლია ამბობს:

„ხოლო რომელთაც მიიღეს იგი, მისცა მათ ხელმწიფება ღმერთის შვილებად გახდომისა, ვისაც სწამს მისი სახელი“

„ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღმერთის შვილები, და ვართ კიდეც. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი.“  ( 1იოან 3:1)

„და რაკიღა თქვენ შვილები ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო! „   (გალატ.4:6)

იესო ქრისტე გაბრუნებს უკან საკუთარ სახლში, ის გაჩვენებს ზეციერ მამის სახეს, რომელსაც ჭეშმარიტად უყვარხარ და ელოდება შენს დაბრუნებას. ღმერთში შენ პოულობ ნამდვილ მსგავსებას, ღირებულებას  და იმედით სავსე მომავალს.

 

იესო ქრისტე არის კეთილი მწყემსი

უფალი იესო ქრისტე ყვება იგავს კრავზე, რომელიც მოწყდა ფარას, გზა აებნა და ეკალ ბარდებში გაეხვა. კეთილი მწყემსი კი ზრუნავს თითოეულ ცხვარზე და ეძებს ყველგან რათა იპოვოს და გადაარჩინოს, ხოლო როდესაც პოულობს გამოყავს უიმედო მდგომარეობიდან, აიტაცებს ხელებში და უვნებელს დააბრუნებს სახლში .

მე ვარ ეს კეთილი მწყემსი, ამბობს იესო.

ამ იგავით იესო გვეუბნება: “მე გეძებთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ და მე მინდა გაგათავისუფლოთ ეკელებისგან, რომელიც გტკენთ და გაზიანებთ. მე მინდა სიუხვეში გაცხოვროთ, მომეცით უფლება სახლში დაგაბრუნოთ, სადაც დაცულად იქნებით, რადგან კეთილი მწყემსი სიცოცხლეს გაიღებს თავის ცხვრებისთვის .

„მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვრებისთვის.“ (იოან 10:11)

 როგორ გადაგარჩენს იესო ქრისტემ ?

ჩვენ ყველამ ვიცით რომ ქვეყნიერება სავსეა ბოროტებით,მაგრამ არამარტო გარე სამყაროა ცოთვის გავლენის ქვეშ არამედ ჩვენს გულებშიც არის ბოროტება ჩვენ, ჩვენი  ბუნებით ეგოისტები ვართ, გვიჭირს ვიყოთ გულით  სუფთა და პატიოსნები. ამ ცოდვის გამო ღმერთის წინაშე დამნაშავეები ვართ.

ამ ცოდვილი ბუნებისგან  საკუთარი თავის დახსნა არ შეგვიძლია .

ჩვენ შეიძლება ვფიქრობთ, რომ თუ სულიერად გავნათლდებით შევძლებთ საკუთარი თავის დახსნას, მაგრამ სინამდვილეში ამით ვატყუებთ საკუთარ თავს. ჩვენ გვჭირდება ღმერთი, რომ გაგვათავისუფლოს, ჩვენ გვჭირდება მადლი და გადარჩენა, რომელის მოცემა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ჩვენი ცოდვების საფასურის გადასახდელად გამოგზავნა ღმერთმა იესო ქრისტე.

იესო ქრისტე არის ღმერთის კრავი,რომელიც იყო შეწირული, როგორც მსხვერპლი ჩვენი ცოდვებისათვის.

მან გადაიხადა საფასური ჩვენი ცოდვებისთვის, მან მოგვცა  შესაძლებლობა გავხდეთ ახალი ქმნილება ღმერთში და  სრულყოფილად გვეპატია ცოდვები.

                                                       

 ვინ არის იესო ?

ბევრ ადამიანს აინტერესებს, იყო თუ არა ქრისტე ნამდვილად ღვთის წარგზავნილი, ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ. ბევრის თქმით ის იყო კარგი ადამიანი, წინასწარმეტყველი, და კარგი მასწავლებელი. მაგრამ იყო თუ არა ის ღვთის შვილი რომელიც ჩვენთვის მოკვდა?. იმისათვის, რომ გავიგოთ ნამდვილად იყო თუ არა ქრისტე ღმერთის გამოგზავნილი მისი სიტყვები უნდა მოვისმინოთ, გარდა იმისა რომ ის იყო, კეთილი ადამიანი,მოძღვარი და წინასწარმეტყველი მისი სიტყვები სარწმუნოა. აქ რამოდენიმე ციტატა რომელიც გვანახებს თუ ვინ არის ქრისტეს :

„ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით.“( იოან 14:6)

„მე და მამა ერთი ვართ.“(იოან 10:30)

„ ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა“. (იოან 14:9)

„რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რომ ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში“  (იოან 5:26)

„და კვლავ დაიწყო იესომ და თქვა: „მე ვარ ნათელი ქვეყნისა. ვინც მე გამომყვება, არ ივლის ბნელში, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“  (იოან 8:12)

„მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.“ ( იოან11:25)

იესო ქრისტე ამბობდა ისეთ სიტყვებს, რომელიც მანამდე არავის არ უთქვამს, მან თქვა, რომ ის და მამა ერთი მთლიანია.

მისი სიტყვებიდან ვიგებთ, რომ ის იყო ქვეყნიერების დასაბამიდან და ის იძლევა ცოდვების პატიებას, რომ ის არის კაცობრიობის გადამრჩენელი, თუ გადავხედავთ მის სიტყვებს ის ნათლად ამბობს, რომ ის წინასწარმეტყველზე მეტია. ის ამბობს: ”მე ვარ ღმერთის სრულყოფილი სახე! მე ვარ ერთადერთი გზა ღმერთისკენ მიმავალი”

 

იესო ქრისტე  ღვთის სახელს მოუხმობს საკუთარ თავში (უწოდებს)

იესო იყენებს ღმერთის ისტორიულ სახელს, როცა საკუთარ თავზე ამბობს“ მე ვარ“. ეს განაკუთრებული ღვთის სახელი მოსეს დროს გახდა ცნობილი, როცა ის მიუახლოვდა ცეცხლწაკიდებულ ბუჩქს. მოსემ კითხა ღმერთს: “რა არის შენი სახელი ?“. ღმერთმა უპასუხა: “მე ვარ„ ამის შემდეგ   ებრაელები ღმერთს  ამ სახელით იცნობდნენ “ მე ვარ“, რომელიც ნიშნავს მე ყველგან მყოფი ვარ .ებრაელ რელიგიურ ლიდერებთან საუბრისას ირკვევა, რომ მათ განცვიფრებას იწვევს იესოს ეს სიტყვები :

“ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ.”(იოანე 8:58)

იესო ქრისტე საკუთარი თავზე მოუხმოდა ღმერთის სახელს ,ამით ცხადყოფდა რომ ის ღმერთია .

რელიგიური ლიდერების თვალში ეს იყო ყველაზე დიდი ღვთისგმობა,ისინი იმდენად აღშფოთებულები იყვნენ რომ იესოს მოკვლა სურდათ .

„მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან.“ (იოან 8:59)

იესო ქრისტემ მრავალი სასწაული მოახდინა

იესოს შეცნობის მეორე გზა არის მისი საქმეები, რას აკეთბდა ის? იესო ქრისტე არა მხოლოდ საუბრობდა საკუთარ თავზე, არამედ გაუგონარ რამეებს აკეთებდა. ოთხივე სახარების 25% მოგვითხრობს იმ სასწაულებზე რომელსაც იესო ახდენდა. ის მიცვალებულებს მკვდრეთით აღადგენდა, წყლის ზედაპირზე დადიოდა, მრავალს აპურებდა მცირედი საკვებით,ის აწყნარებდა  შტორმს მხოლოდ ერთი სიტყვით, ეშმაკებს დევნიდა  და კურნავდა ათი ათასობით ადამიანს .

ამ სასწაულებით იესო ქრისტე გვაჩვენებდა რომ ის ნამდვილად ღმერთია,ომელსაც გააჩნია ძალაუფლება ქმნილებებზე, ავადმყოფობებზე და სიკვდილზე.

მათე თავის სახარებაში ექვსჯერ წერს , რომ იესო ქრისტე კურნავდა ყველა დავრდომილს რომელიც მასთან მიდიოდა. აქ მოყვანილია რამოდენიმე მაგალითი წერილიდან :

„და მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და ის კურნავდა მათ.“ (მათ4:24)

„მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი „ (მათ 21:14)
„მივიდა მასთან დიდძალი ხალხი. თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, ხეიბრები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი“ (მათ.15:30)

„დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა“    (მათ12:15)

დიდძალი ხალი მისდევდა იესოს ყველგან სადაც არ უნდა წასულიყო,სხვადასხვა ეროვნების და მოყავდათ ავადმყოფები და იესო კურნავდა ყველა მათგანს,არა ზოგიერთს არამედ ყველას ,ამას მოწმობს სახარება .

ჯერ ვერცერთმა ადამიანმა ვერ ჩაიდინა ის საქმეები რაც იესომ გააკეთა,

თუ ჩვენ გადავხედავთ მის ცხოვრებას მივხვდებით, რომ ის არის მეტი ვიდრე მოძღვარი,წინამძღოლი ან წინასწარმეტყველი.

 

იესო ქრისტე, ისტორიულადაც  დადასტურებულია

ზოგიერთი კრიტიკოსი უიმედოდ ცდილობს დაამტკიცოს, რომ თითქოს იესო ქრისტე არ ყოფილა, რათქმა უნდა ეს სისულელეა,თუნდაც იმიტომ რომ ჩვენი ერაც კი იესო ქრისტეს დაბადებაზეა დაფუძნებული,ჩვენ ვცხოვრობთ 21 -ე საუკუნეში, ქრისტე შობიდან. მისი ცხოვრება არის ჩვენი კალენდრის ქვაკუთხედია.

ბიბლია არის ერთადერდიწიგნი რომელიც  ყველაზე მეტად ითარგმნა და დაიბეჭდა მთელ მსოფლიოში.

ბიბლია ადამიანზე მეტია მსოფლიოში, ყოველ წლიურად ნახევარ მილიარდზე მეტი ბიბლია ვრცელდება მსოფლიოში, იესო ქრისტეს არსებობის ისტორია ბევრად  კარგად არის აღწერილი ვიდრე სხვა დანარჩენი ისტორიული პერსონაჟებისა (იულიუს კეისარი,ალექსანდრე დიდ და აშ). არა მხოლოდ ბიბლია ლაპარაკობს იესოზე არამედ ბევრი სხვა ისტორიკოსიც ცერს მის შესახებ, იმის თქმა, რომ ის არ არსებობდა სრული სისულელეა.

 

იესო ქრისტე საფლავიდან აღსდგა

ყველაზე მნიშვნელოვანი იესოს ცხოვრებაში კი ის არის, რომ ის აღსდგა მკვდრეთით. მისი აღდგომა არის, საუკეთესო ისტორიულად დოკუმენტირებული ფაქტი, რომელსაც ყავს ხუთასზე მეტი თვითმხილველი.ეს არის უდიდესი განსხვავები იესოს და სხვა რელიგიურ ლიდერებს შორის.ყველა მათგანი გარდაიცვალა, დაიმარხა და მატლებისგან იყო შეჭმული მათი სხეული.იესო ქრისტე კი არ მომკვდარა ის ცოცხალია! სტატიაში „არის იესო რეალურად“? თქვენ ნახავთ არაჩვეულებრივ დოკუმენტაციას, მსოფლიოში სხვადასხვა ადამიანებზე, რომელთაც განიცადეს მოულოდნელი შეხვედრა და სიყვარული ცოცხალ იესო ქრისტესთან.

იესო აღსდგა მკვდრეთით, ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცა, რომ ის არის ღმერთის ძე,რომელიც მოვიდა იმისათვის, რომ ადამიანებს ქონდეთ საუკუნო სიცოცხლე.

არა მხოლოდ იესო ქრისტე აღმდგარა მკვდრეთით ,არამედ მან თქვა ,რომ ღმერთის ნებაა ვინც მას იწამებს ქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
‘ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.“
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს.“ (იოან6:40,47)

ჩვენ ხელახლა უნდა  ვიშვათ

იესო არ მოსულა იმისთვის, რომ დაემკვიდრებინა ახალი რელიგია. ხალხი გაერთინდა „ქრისტიანობის“ იდეით და  იესოს სწავლების მიღმა, შექმნეს რელიგია. მაგრამ, ეს ის არ არის რაც მას სურდა. ის გვიხსნიდა, რომ ადამიანს საკუთარი ძალებით არ შეუძლია ღმერთთან მიახლოება. ჩვენს რელიგიურობას და სულიერ ძალისხმევას არ ძალუძს მოგვცეს ახალი გული. შენ საკუთარ სიცოცხლის სტილს და ცხოვრების ფილოსოფიას,  რელიგიის მეშვეობით ვერ შეცვლი.იესო ქრიტემ გვითხრა ის, რომ ჩვენ რადიკალურად უნდა შევიცვალოთ ხელახლა  შობით.

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს.“  (იოან3:3)

თუ შენ მთელი შენი გულით ირწმუნებ იესო ქრისტეს, როგორც მხსნელს, მაშინ ხელახლა შობა მოხდება სულიწმინდის მეშვეობით.

თუ შენ დაიმდაბლებს საკუთარ თავს, ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ და გააცნობიერებ, რომ იესო ქრისტე არის შენი მხსნელი და ცოდვების მიმტევებელი,მაშინ სულიწმინდა გადმოვა შენზე და ახლიდან იშვები.პირდაპირი მნიშვნელობით,ღმერთის სასწაულებრივი ძალით  შენ გახდები ახალი პიროვნება, შენ გახდები ღმერთის შვილი ,რომელიც ჩაგიხუტებს სამუდამოდ (მისი მოსიყვარულე მკლავებში ). ამგვრად იოანე მახარებელი ლაპარაკობს იესოზე :

„ხოლო რომელთაც მიიღეს იგი, მისცა მათ ხელმწიფება ღმერთის შვილებად გახდომისა, ვისაც სწამს მისი სახელი,

რომელნიც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვნენ.“    (იოან 1:12,13)

ამგვარად იესო არ მოსულა იმისთვის რომ გაგვხადოს რელიგიურები.ის, მისი დროის რელიგიური ლიდერების მიერ იქნა ჯვარცმული,იმიტომ რომ ის არ იყო რელიგიური, ის მოვიდა იმისათვის რომ დაგვიხსნას ცოდვებისგან და გაგვხადოს ღვთის შვილები.

იესო ქრისტე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა

იესო ქრისტე არ მოსულა იმისთვის, რომ წესების ჩამონათვალი მოეცა ჩვენთვის, ის პირდაპირ იმისთვის მოვიდა, რომ  საკუთარი სიცოცხლე დაედო შენთვის და ჩემთვის,დავეხსენით ცოდვებისგან და გავეხადეთ ღვთის ძვირფასი შვილები სულიწმინდის მეშვეობით. ეს ტოტალურად განსხვავდება რელიგიის დამფუძნებლებისგან, ისინი ვერ დადებენ საკუთარ სიცოცხლეს კაცობრიობისთვის. მათ მხოლოდ ჩამოაყალიბეს კონკრეტული ფილოსოფია, ცხოვრების სტილი რომლითაც ადამიანი საკუთარი ძალებით უნდა მიუახლოვდეს ღმერთს.

იესომ თქვა:“შეუძლებელია თქვენით ღმერთს მიუახლოვდეთ. მე მოვკვდი და ჯვარსვეცვი თქვენი ცოდვებისთვის“

ეს არის ძირითადი განსხვავება იესო ქრისტეს და რელიგიას შორის, ამის გამო არის იესო ქრისტე მნიშვნელოვანი. იესომ რელიგია კი არა საკუთარი თავი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მან საკუთარი თავი გასცა მოსკლავად, როგორც სამსხვერპლო კრავი და მისი სისხლი დაიღვარა თქვენი ცოდვების გასაწმენდად. ამიტომ თქვა იოანე ნათლისმცემელმა  მომავალ იესოზე: “ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მისი ფეხსაცმლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ.“(იოან 1:27)

ამაგვარად, ვინ არის იესო? ის არ არის ბრძენი ლიდერი ან წინასწარმეტყველი, როგორც ზოგიერთი ეძახის მას, იესო ქრისტე არის ღმერთის ძე,ის არის ღვთის  პასუხი დაკარგული ქვეყნიერებისთვის. ღმერთმა ისე შეიყვარა ქვეყნიერება, რომ მისი სურვილი იყო გამხდარ იყო ადამიანი და მომკვდარიყო ჩვენი ცოდვებისთვის, როგორც უცოდველმა კრავმა დაიკავა ჩვენი ადგილი და სიკვდილით გადაიხადა ჩვენი ცოდვების საფასური.

როგორ შეგიძლია გადარჩენა ?

იესო ქრისტემ ნათლად აგვიხსნა, რომ ერთადერთი გზა გადარჩენის,ცოდვებისგან და ბოროტი ქვეყნიერებისგან თავის დაღწევის არის ის, რომ მას  უნდა ვერწმუნოთ. ღმერთის გეგმა შენი ცხოვრებისთვის, არის ის, რომ დაგიცვას დაღუპული ქვეყნიერებისგან და გაგხადოს ახალი ქმნილება, სრულიად ახალი პიროვნება, რომელიც იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის მეშვეობით იქნა გადარჩენილი, ნაპატიები და გაწმენდილი, მას შეუძლია მოგცეს ახალი სახელი, ახალი ბედი, ახალი იმედი, ახალი მოწოდება. მას აქვს ოცნება (ხედვა) შენზე, ისეთ როგორიც ყველა მამას საკუთარი შვილის მიმართ.

მაგრამ შენ უნდა ერწმუნო იესო ქრისტეს, ერწმუნო მის მსხვერპლშეწირვას.

ბევრი ადამიანი თვითნებურად ცდილობს, საკუთარი თავის გადარჩენას. ეს კი სხვა არაფერია თუ არა ამპარტავნობა. ხოლო ამპარტავნობა კი არის კაცობრიობის ყველაზე მთავარი ცოდვა. მაგრამ თუ, თქვენ თავს დახრით ქრისტეს წინაშე და იტყვით “მადლობა, რომ ასე გიყვარვარ და ჩემთვის მოკვდი, იესო ქრისტე, მინდა პირად მხსნელად მოგიღო, მინდა მეპატიოს ცოდვები. მაშინ, ის გიპასუხებთ ლოცვაზე.

ნუ ფიქრობ იმას,რომ რელიგიური უნდა გახდე, არამედ როდესაც მთელი გულით ირწმუნებ იესოს და დაეყრდნობი მას მთელი არსებით, ის მოვა და გარდაგქმნის ახალ ადამიანად და სამუდამოდ, ღვთის შვილად გაქცევს.

რა არის შენი ვალდებულება ?

თუ შენ ფიქრობ რომ ღმერთი  ამ სტატიის მეშვეობით გელაპარაკება, მაშინ მინდა გაგამხნევო, რომ  მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთო  შენს ცხოვრებაში.

იესოს მეშვეობით, შეაბიჯე ღმერთის სინათლეში.

იესომ თქვა, რომ ყოველი ვინც მას გაყვება გადარჩება ქვეყნიერების სიბნელისგან:

„მე ვარ ნათელი ქვეყნისა. ვინც მე გამომყვება, არ ივლის ბნელში, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“ (იოან.8:12)

შეაბიჯე მის სინათლეში და მიიღე საუკუნო სიცოცხლე,გახდი უფლის, ნაპატიები შვილი.

იესო ქრისტეს ერწმუნე

 მინდა წაგახალისო ,რომ გააკეთო ისეთი რამ,რაც აქამდე არ ჩაგიდენია.ეს შეიძლება ზოგიერთს ,უცნაურად მოეჩვენოს ,მაგრამ გთხოვ :თუ შენ ფიქრობ, რომ ღმერთი ელაპარაკება შენს გულს ახლა,მაშინ :

ახლავე, მუხლი მოიყარე ღმერთის წინაშე .

თუ მარტო არ ხარ,განმარტოვდი. რატომ გეუბნები მუხლზე დგომას ,იმიტომ რომ დამდაბლდე ღმერთის წინაშე, რადგან სიამაყე არის ყველაზე დიდი ცოდვა ადამიანთა შორის.რადგან ,ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი არ გვჭირდება, ჩვენ ვეწინააღმდეგებით მის ნებას, მისგან დამოუკიდებლად ვცხოვრობთ, მის წინააღმდეგ ავმხედრდით.ამიტომ როცა მუხლზე ვდგავართ მის წინაშე, ამით ვამბობთ:

„შენ ხარ ღმერთი და არა მე, მე ვერ დავიხსნი ჩემ თავს ,მე ,ჩემი საკუთარი ძალებით, ვერ გავხდები ღვთის შვილი, მე მჭირდება შენი მეშვეობით გადარჩენა.

მუხლი მოიყარე ქრისტეს წინაშე და თხოვე გადარჩენა.იყავი თავისუფალი ღმერთთან საუბარში,ელაპარაკე საკუთარი სიტყვებით,უთხარი რომ ღებულობ ქრისტეს სისხლს გადარჩენისთვის. ასევე შეგიცლია ეს ლოცვა წაიკითხო ხმამაღლა (კარგი იდეაა იქნება მისი ამობეჭდვა).

უფალო იესო ქრისტე, მე ვაცნობიერებ რომ შენ ხარ ღმერთის ძე. მე მოვიდრიკები შენს წინაშე. გიძღვნი  ჩემს გულს. შემოდი ჩემს ცხოვრებაში და გახდი ჩემი უფალი. გიძღვნი ჩემ თავს. მაპატიე ჩემი ცოდვები. გამწმინდე შენი სისხლით და გამხადე შენი შვილი. მე მწამს, რომ ჩემთვის მოკვდი, ჩემი ცოდვებისთვის. მე ვღებულობ შენს მსხვერპლს, იესო. დამეხმარე, რომ გავხდე ნამდვილი ღვთის შვილი, შენი სიტყვის მორჩილებით. ამინ

ჩვენ შთაგაგონებთ, რომ ეს გააკეთოთ  და ნუ გაუშვებ ხელიდან ამ შესაძლებლობას. ბევრ ადამიანს ესმის ღმერთის ეს სიტყვა, მაგრამ არ რეაგირებს. გააკეთე ახლა. უპასუხე ღმერთის სიყვარულს, რომელიც ახლა გეხება შენ. ღმერთი, აქ, შენთან არის. მას ესმის შენი სიტყვები, ის გიცნობს და უყვარხარ… და მას სურს, უფლის შვილად გაქციოს. გადაეცი შენი თავი უფალს, დაეყრდენი მას მთელი ცხოვრების მანძილზე, ის სავსეა სიყვარულით შენს მიმართ, ის გიცნობს და მან იცის ყველა შენი დაფარული ცოდვა და წუხილი… და მისი სურვილია ჩაგიხუტოს როგორც მისი უძვირფასესი შვილი.

ამგვარად ის გელოდება, თუ როდის მიუახლოვდები.

Comments

comments

შემოგვიერთდით: