ჩვენ შესახებ

ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ („Word of Life“; შვედ. “Livets Ord”) ჩამოყალიბდა 1983 წელს შვედეთში, ქალაქ უფსალაში. ეკლესიის ფუძემდებელი პასტორი ულფ ეკმანი (Ulf Ekman) თანამოაზრეებთან ერთად, რომელთა მიზანიც იყო ბიბლიის შესწავლა და შემდეგ მისი ევანგელიზირება, აყალიბებენ ბიბლიის შემსწავლელ ჯგუფს. შემდეგ იგი სასწავლებლად მიემგზავრება ამერიკაში, ოკლაჰამას შტატში, ტულსას ბიბლიურ ცენტრში, საიდანაც დაბრუნების შემდეგ იღებს სიტყვას ღმერთისგან: „გაავრცელე რწმენის სიტყვა ადამიანებში. მიუთითე მათ ამ სულიერ იარაღზე. ასწავლე, როგორ გამოიყენონ, იგი და გაგზავნე ისინი ღვთის სახელით სულიერ ბრძოლაში გასამარჯვებლად“, რის შემდეგაც ყალიბდება ეკლესია – „სიცოცხლის სიტყვა“. ასევე ეკლესიას აქვს ბიბლიური კოლეჯი და უნივერსიტეტი ამავე სახელწოდებით. („Livets Ord University“; „Word of Life University”). დღესდღეობით შვედეთის ეკლესიას ჰყავს 3.500 წევრი და უკვე 10.000 ბიბლიური კოლეჯის კურსდამთავრებული. ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ არსებობს სხვადასხვა ქვეყნებშიც.

ბერლინის კედლის ჩამონგრევის შემდეგ, იხსნება „რკინის ფარდაც“ სახარების საქადაგებლად, ათეისტურ-კომუნისტურ  ყოფილი პოსტ საბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ეკლესია იღებს სიტყვას ღმერთისგან, რომ 40 მილიონი შვედური კრონი ჩადოს მისიონერულ მსახურებაში ამ ქვეყნებისთვის. მქადაგებლები და მისიონერები მიემგზავრებოდნენ ქალაქებიდან ქალაქებში და ქვეყნებიდან ქვეყნებში, რათა ექადაგათ და ეხარებინათ იესო ქრისტეს შესახებ. ამ პერიოდში ყალიბდება ადგილობრივი ეკლესიები, რომელთა დიდი ნაწილი დღესაც „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიის წევრებად ითვლებიან. აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე ცენტრალური ეკლესიები მდებარეობს: მოსკოვში, ნიჟნივასტოკში, ნოვოსიბირსკში, ერევანში, ცენტრალურ აზიასა და ბაქოში. ასევე ეკლესია თავის მოღვაწეობას აგრძელებს ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. ხოლო ინდოეთი ხდება ძირითადი მიმართულება, მასთან ერთად კი – კავკასია და ცენტრალური აზია. რაც შეეხება ინდოეთს, ეკლესია ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შრომობს და ეხმარება ადგილობრივ ეკლესიებს ლიდერების ჩამოყალიბებასა და მორწმუნეთა განსწავლაში ბიბლიური კოლეჯის მეშვეობით. დღესდღეისობით ინდოეთის ეკლესიას 200.000 მეტი წევრი ჰყავს. გარდა ამისა 60-მდე ეკლესია არსებობს კავკასიაში, ავღანისტანის მიწისქვეშა სამუშაობისა და ცენტრალური აზიის ღია ეკლესიების ჩათვლით. მათ შორის რამოდემინე დიდი ეკლესია ეწევა მისიონერულ მსახურებას ახლო აღმოსავლეთის მუსულმანურ ქვეყნებში.

საერთაშორისო მოძრაობა აქ არ მთავრდება. ჩინეთში არსებობს რამოდენიმე ბიბლიური კოლეჯი, რომელიც მიმართულია ახალი ეკლესიების ჩამოყალიბებისკენ. მოსკოვის „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიიდან აგზავნიან ვიეტნამელ მორწმუნეებს ჰანოიში, სადაც 2004 წელს ჩამოყალიბდა ადგილობრივი ეკლესია საკუთარი ბიბლიური კოლეჯით. ეკლესიის მიზანია, რომ ქვეყნის ყოველ პროვინციაში, თუნდაც მრავალ ეთნიკურ ადგილებში იყოს ეკლესიები.

ხოლო ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ საქართველოში ყალიბდება 1995 წელს პასტორ მამუკა ჯებისაშვილის ხელმძღვანელობით. მანამდე, 1991 წელს იგი მიემგზავრება ლატვიაში, ქ. ელგავის თეოლოგიურ ინსტიტუტში სასწავლებლად, რომელიც პირველი არადენომინაციური და ინტერკონფესიური სასწავლებელი იყო. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. 1995 წელს ლატვიიდან დაბრუნების შემდეგ პასტორი მიემგზავრება ქარელის რაიონის, სოფელ კეხიჯვარში ეკლესიის დასაფუძნებლად, სადაც დღემდე არსებობს ეკლესია. იმ პერიოდში რეგიონში განსაკუთრებულად მძიმე სულიერი და ეკონომიკური კრიზისი იყო, სადაც მართლაც საჭიროებდა ხალხი რწმენის ამაღლებას. „ბიბლია ის წიგნია, რომელიც ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება და რომელიც ადამიანს სხვადასხვა ცხოვრებისეული სირთულეების დასაძლევად საჭირო ძალას ანიჭებს. ბიბლია – ეს არის სიცოცხლის სიტყვა ყველასთვის“ – მ. ჯებისაშვილი.

1997 წლის ზაფხულში, იგი ბრუნდება თბილისში და ამავე წლის შემოდგომაზე იწყება ინტენსიური ღვთისმსახურებები. დღეს, ცენტრალური ეკლესია თბილისში მდებარეობს. ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც მოქმედებს ეკლესიები: ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, გორი, თელავი და სხვ. ეკლესიას ასევე აქვს ორწლიანი ბიბლიური საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც მოიცავს ბიბლიისა და თეოლოგიური საკითხები შესწავლას. ასევე ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა” აქტიურად არის ჩაბმული სხვადასხვა სოციალურ პროექტებში.

History

Never doubt that a small group of thoughtful, committed people can change the world. Indeed, it is the only thing that ever has.

Read more

Our moto

Never doubt that a small group of thoughtful, committed people can change the world. Indeed, it is the only thing that ever has.

Read more

What we do

Never doubt that a small group of thoughtful, committed people can change the world. Indeed, it is the only thing that ever has.

Read more

Why us

Never doubt that a small group of thoughtful, committed people can change the world. Indeed, it is the only thing that ever has.

Read more