სახარების ქადაგება

პირველ რიგში ჩვენ მოწოდებულნი ვართ გავავრცელოთ სახარება.

რომაელთა მიმართ წერილში 1:16 პავლე მოციქული ამბობს: <<ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც>>. ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიქადაგოთ კეთილი უწყება, რომ იესო ქრისტე არის ხსნა და ის ცვლის ყველას ცხოვრებას. არსებობს ზეცა და არსებობს ჯოჯოხეთიც, ამიტომ ხალხი თუ არ მოისმენს სახარებას, მაშინ დაიღუპებიან, როგორც იესო ამბობს. მაგრამ ღმერთს არ უნდა, რომ თუნდაც ერთი ადამიანი მაინც დაიღუპოს. მას სურს მიაღწიოს თითოეულ ადამიანს ჩვენი მეშვეობით.

ჩვენ ასევე მოწოდებულნი ვართ ვიქადაგოთ და აქცენტი გავაკეთოთ რწმენაზე.

იოანეს სახარებაში 14:11-12 იესო რაღაც უჩვეულოს ამბობს: <<მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია, თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ>>. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ამ სიტყვებს უბრალოდ თვალს გადავავლებთ ხოლმე, რადგან წარმოუდგენლად გვეჩვენება. უფრო ადვილია ასე იფიქრო: << ეს უბრალოდ შეუძლებელია. მე უბრალო მოკვდავ ადამიანს როგორ შემიძლია ასეთი რამ გავაკეთო? და კიდევ უფრო მეტი ვიდრე იესომ გააკეთა?>> მაგრამ ეს ჩვენი თავის მართლება მხოლოდ ჩვენზე გვაქვს მიმართული და გვავიწყდება, რომ იესოს ეს სიტყვები მას ეხება, რომ მას შეუძლია ყოველივეს გაკეთება თუ კი ჩვენ გვწამს მისი.

რწმენის სწავლება

სულში ცხოვრება

გარდა ამისა ჩვენ მოწოდებულნი ვართ აქცენტი გავაკეთოთ სულიწმინდაში ცხოვრებაზე.

იოანეს სახარებაში 7:37-38 იესო სულიწმინდაზე შემდეგ სიტყვებს ამბობს: <<თუ ვინმეს სწყურია, ჩემთან მოვიდეს და შესვას. ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები>>. ღმერთს სურს, რომ ჩვენ სულიწმინდით მავალნი ვიყოთ და ჩვენი ცხოვრებიდან ვლინდებოდეს სულიწმინდის ნიჭები. მაშინ შევძლებთ ისეთი საქმეების კეთებას რაც ჩვენს ძალებს აღემატება. ხანდახან  ვცდილობთ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენს კონტროლს დაავუქვემდებაროთ, მაგრამ სულიწმინდის გაკონტროლება შეუძებელია. სული მოქმედებს და მოძრაობს, როგორც მას სურს და ასევე აძლევს მიმართულებას ყველას ვინც იშვება მისგან.

მეოთხე პუნქტი – ვიქონიოთ სწორი დამოკიდებულება მისიასთან.

საქმე მოციქულთა წიგნში 1:8 წერია: <<არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმინდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე>>. ღმერთმა მოგვცა სულიწმინდა, რომ ჩვენ და თქვენ მიგვეღო ძალა გავმხდარიყავით მისი მოწმენი. ამგვარად თითოეული ჩვენგანი მისიონერები ვართ. უბრალოდ საჭიროა მისიას უთხრა „დიახ“ შენს გულში, თუნდაც მოწოდებულნი ვიყოთ ჩვენს ქვეყანაში ვიცხოვროთ მთელი ცხოვრება. ჩვენ მოვისმინეთ სახარება და მივიღეთ რწმენის ნიჭი და სულიწმინდა მასთან ერთად. ამიტომ უნდა წავიდეთ ქვეყნის კიდემდე თუ კი ეს ღმერთის ნება იქნება.

მისია

ქრისტიანული ერთობა

მეხუთე პუნქტი კი ეხება ერთობას.

იოანეს სახარებაში 17:21 იესო ამბობს: <<რათა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი – შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს სოფელმა, რომ შენ მომავლინე>>. ჩვენ ვერასოდეს ვერ მივიღებთ სრულ გარღვევას და ვერც ვიხილავთ ღმერთის ნების აღსრულებას, თუ კი ჩვენ – ქრისტიანები ერთმანეთში დავიწყებთ ქიშპობას. როცა ვიწყებთ კონფლიქტებს ერთმანეთში, ამით ვიწვევთ კონფლიქტს არა მარტო ფიზიკურ სამყაროში არამედ სულიერ სამყაროშიც. ეშმაკი განხეთქილების დიდებული ოსტატია, და ამ საშუალებას ძალიან ეფექტურად იყენებს ჩვენს წინააღმდეგ. მტერს სურს, რომ მუდამ ვასამართლებდეთ და ვუგულებელყოფდეთ ერთმანეთს, ჩვენი გემოვნების, შეხედულებისა თუ ჩვევებიდან გამომდინარე. ამ პრობლემის ფესვი კი ის არის, რომ ყველას გვსურს საკუთარი თავი წამოვწიოთ მაღლა და სხვების ნაკლს ხაზი მკაფიოდ გავუსვათ. როცა იესო ლოცულობს და ლაპარაკობს ერთობაზე, სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. მას სურს, რომ ჩვენ ჩამოვიშოროთ ნეგატიური საქციელები, შევძლოთ გავხდეთ ერთსულოვანნი და შევიდეთ სიყვარულში ერთმანეთის მიმართ.

მიიღეთ ეს ძირითადი პუნქტები თქვენს გულში. ესენი განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ვართ და რისთვის ვართ მოწოდებულნი. ჩვენ უნდა ვავრცელებდეთ სახარებას, გვწამდეს ღმერთი, ვიცხოვროთ სულიერი ცხვორებით, დაკავებულნი ვიყოთ მისიონერობით და მზად ვიყოთ ქვეყნის კიდემდე წასასვლელადაც კი, ასევე ერთად უნდა ვაშენებდეთ ქრისტეს სხეულს სიყვარულსა და ერთობაში ყველა ქრისტიანთან ერთად.