“სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიის ბავშვებისთვის ყოველკვირეულად ტარდება საკვირაო სკოლა და წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები, რომელთა შორისაა ბანაკი. იგი  შედგება  ოთხი განსხვავებული ასაკის ჯგუფისგან, რომლებშიც ბავშვებს ელოდებათ: ბიბლიური გაკვეთილები, ვიქტორინები, შეჯიბრებები, თამაშები, ილუსტრირებული ისტორიები, ხელსაქმე და ხატვა. 

 ჩვენ ვატარებთ გაკვეთილებს ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე, თამაშებითა და უბრალო მოთხრობებით ღმერთზე. ამით გვინდა საინტერესო გავხადოთ ღვთისმსახურება მათთვის და შეუცვლელი თავიანთი მშობლებისთვის. დღესდღეობით საბავშო კუთხეები მოწყობილია ნებისმიერ დაწესებულებაში, მაგრამ ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ უფროსებმა უბრალოდ დაისვენონ ბავშვების გარეშე, არამედ ის, რომ შვილებმაც სასარგებლოდ გაატარონ დრო.

ჩვენს ეკლესიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ბავშვობიდან მიაჩვიოს პატარები მშობლების მოსმენასა და მორჩილებას. ამით არჩევენ სწორსა და არასწორს; ხვდებიან,  რომ ისინი არ უნდა იტყუებოდნენ,  არ ჩაგრავდნენ სუსტებს, ლოცულობდნენ და, რაღა თქმა უნდა, ასხვავებდნენ კეთილს ბოროტისაგან.  დღესდღეობით “ქვეყნიერება” არ ერიდება “თავისუფალ არჩევანზე” საუბარს.

მოზარდებს სასმელი, სიგარეტი და სხვა კარგი ჰგონიათ და დამოკიდებულნი ხდებიან იმაზე, რაც მათთვის საზიანოა. ამიტომ საჭიროა, რომ თავიდანვე ესმოდეს ბავშვს რა არის სასარგებლო და სწორი აღზრდის მეშვეობით „არ წამოეგოს ანკესზე“. ამისთვის საჭიროა, პირველ რიგში,  ჩვენ გვესმოდეს ზოგიერთი საკითხი და შემდეგ შვილს ჩავუნერგოთ მაგალითად ის, რომ ისინი არ არიან წინაღობები ეკლესიისთვის, არ უნდა მოიხსენიებდნენ ეკლესიასა და ღმერთს უპატივცემულოდ და მეტიც, კვირა საზეიმო დღე იყოს მათთვის.

ჩვენი ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვთა ლიდერების მომზადებას, მათ წინასწარი შერჩევითა და შემოწმებით ვიღებთ. ჩვენ ხელს ვუწყობთ და უზრუნველვყოფთ მტკიცე ოჯახების მშენებლობას, ამიტომაც  „სიცოცხლის სიტყვის“ საკვირაო სკოლა ყოველკვირეულად მიესალმება ოჯახებს სრული შემადგენლობით, რაც ნებაყოფლობითია, რა თქმა უნდა.

გელოდებით კვირას 11:00 საათზე!

 

Comments

comments

შემოგვიერთდით: