აღზარდე ყმაწვილი თავისი გზის დასაწყისში, და კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან.“ (იგავნი სოლომონისა 22:6)

ახალგაზრდული მსახურება ეკლესიაში „სიცოცხლის სიტყვა“ თბილისი დაიწყო 2001 წელს. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა უამრავ ღონისძიებაში ეკლესიის შიგნით და მის გარეთაც.

ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ მამოძრავებელი ძალა. ძალიან ბევრი გარღვევა თუ ცვლილებები მომხდარა ახალგაზრდა ადამიანების მიერ. და ამ შემთხვევაში არც ეკლესიაა გამონაკლისი.

ღმერთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდებს. ამიტომაც ეკლესიაში ცალკე არსებობს ეს მსახურება, რომლის მონაწილენიც ძირითადად ახალგაზრდები არიან.

ყოველ კვირას ტარდება სპეციალურუ მსახურება ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ ისაუბრონ მათთვის საინტერესო თემებზე, გაუზიარონ ერთმანეთს პრობლემები და მიიღონ მეგობრული თანადგომა თუ დახმარება. ასევე ამ მსახურებებზე ახალგაზრდები სწავლობენ ერთმანეთთან ურთიერთობას, სხვების მომსახურებას, და პოულობენ თავის მოწოდებას უფალში.

კიდევ ერთერთი საშუალება გაცნობისა და ურთიერთობისა ერთმანეთთან არის ერთად გატარებული დრო, რაც მოიცავს ლაშქრობებს, პიკნიკს ბუნებაში, სპორტულ თამაშებს, გასვლა-ექსკურსიები სხვადასხვა ქალაქებში, თეატრალური დადგმები, მონაწილეობა ღონისძიებებსა და აქციებში, ახალგაზრდული მუსიკალური ჯგუფები და სხვა.

ემსახურო ცოცხალ ღმერთს ეს არ არის მოსაწყენი! ღმერთს შეუძლია დაგეხმაროთ საკუთარი ოცნებებისა და ნიჭების რეალიზებაში. ასე, რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალგაზრდულ მსახურებაში.

ახალგაზრდული მსახურების მწყემსები: სლავა და დიანა მაილიანები. 

Comments

comments

Write a comment:

*

Your email address will not be published.

შემოგვიერთდით: