2018 წლის 17 თებერვალს, თბილისის “სიცოცხლის სიტყვის” ეკლესიაში 200-ზე მეტ ბავშვს დაურიგდა საჩუქარი. მათ მიიღეს მონაწილეობა მხიარულ ღონისძიებებში, რომლებიც მრავალი გზით განხორციელდა.

საკვირაო სკოლის ბავშვების მიერ შესრულებული ქრისტიანული სიმღერებითა თუ დრამებით, მოზიარეობითა და რაღა თქმა უნდა ბევრი თამაშით, მოვახერხეთ ღვთის სიტყვის მიტანა სტუმრებთან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გალობის დროს, მშობლებს ცრემლები მოსდიოდათ და ამბობდნენ: “რა კარგია, რომ არსებობს ადგილი, სადაც ბავშვებს აქვთ საშუალება, ღვთის მსახურებაში გაიზარდონ”.

ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, რაშიც ყველამ, დიდმა თუ პატარამ, დიდი შრომა ჩადო.

 

Comments

comments

შემოგვიერთდით: